თბილისი: მერიდიანი, 2011. — 235 გვ. — ISBN 978-9941-10-347-6.
წინამდებარე გამოკვლევა – „პირისა და რიცხვის გრამატიკული კატეგორია სკანურში„ შეიქმნა დღემდე არსებული სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობითა და თანამედროვე ნვანური მრავალფეროვანი დიალექტოლოგიური მასალის სინქრონიულდიაქრონიული ანალიზის საფუძველზე, ნაშრომში თვალსაჩინოებითვის წარმოდგენილია თითოეულ განსახილველ საკითხთან დაკაკშირებული პარადიგმატული სისტემა, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც სვანური ენის პუბლიკაციებში წარმოდგენილი, ასევე ჩვენ მიერ საველე პირობებში მოპოვებული საათანადო საილუსტრაციო მასალა. აღნიშნული საკითხის კვლევა მხოლოდ ტრადიციულად ცნობილი სვანური დიალექტების (ბალსზემოურის, ბალსქვემოურის, ლაშხურისა და ლენტეხურის) მასალის ანალიზით არ შემოიფარგლება, არამედ შეძლებისდაგვარად არის გამოყენებული როგორც სათანადო ჩოლურული მასალა, ასევე ლახამულური კილოკავის მონაცემებიც. საჭიროების შემთხვევაში, რი თქმა უნდა, გამოყენებულია, ასევე, ამა თუ იმ დიალექტის კილოკაური მონაცემებიც.