Зарегистрироваться
Восстановить пароль
FAQ по входу

ეზუგბაია ლ. Эзугбая Л. მეგრულ-ლაზურის გრამატიკის საკითხები Проблемы мегрельско-лазской грамматики

  • Файл формата pdf
  • размером 1,40 МБ
  • Добавлен пользователем
  • Описание отредактировано
ეზუგბაია ლ. Эзугбая Л. მეგრულ-ლაზურის გრამატიკის საკითხები Проблемы мегрельско-лазской грамматики
თბილისი: 2010. — 251 გ.
წინამდებარე ნაშრომი ჩვენი სამეცნიერო საქმიანობის ერთი მიმართულების შემაჟამებელი შრომაა. მასში წარმოდგენილია მეგრულ-ლაზურის მორფოლოგიური, მორფონოლოგიური, მორფოსინტაქსური და სემანტიკური სისტემების კვლევა ორი ძირითადი გრამატიკული კატეგორიის მიხედვით: ერთი მხრივ, ესაა გრამატიკული რიცხვის კატეგორია, რომელიც საზიაროა სახელებისა და ზმნისათვის, რითაც ის უნივერსალურ კატეგორიად გვევლინება და წარმოაჩენს ენობრივ სისტემებში მიმდინარე თანმხვედრ პროცესებს; მეორე მხრივ, გაანალიზებულია პირის კატეგორია, როგორც მორფონოლოგიურ, ასევე ფუნქციონალურ დონეზე. მესამე საკითხი, რაც არა მხოლოდ მეგრულ-ლაზურის, არამედ იბერიულკავკასიური ენების განმასხვავებელი მახასიათებელია, ერგატიული კონსტრუქციის პრობლემატიკაა, რომლის კვლევამ არაერთი საინტერესო ტენდენცია გამოავლინა. ამ წიგნის I ნაწილი _ გრამატიკული რიცხვის გამოხატვის სისტემა _ ჩვენი სადისერტაციო შრომა გახლდათ, თუმცა ამჟერად ის გადამუშავებული სახითაა წარმოდგენილი, კერძოდ, გავაანალიზეთ რიცხვის კატეგორია, როგორც მეტKველების ნაწილთა ტრანსლაციის საშუალება მორფოსინტაქსის დონეზე; პირის ნაცვალსახელთა დიქოტომიის თეორიული გააზრება ისევ ემKარება ე. ბენვენისტის ზოგად დებულებას, მაგრამ პროფესორ თ. უთურგაიძისეული ინტერპრეტაციით. ასევე გათვალისწინებულია ჩვენი სადისერტაციო ნაშრომის რეცენზენტის _ მიხეილ ქურდიანის თვალსაზრისი მრავლობით რიცხვში ინკლუზიური და ექსკლუზიური პირის ნაცვალსახელების სემანტიკურ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. სერიოზულად გადამუშავდა სინტაქსური ნაწილი. პრედიკატულ შესიტKვებაში რიცხვში შეთანხმების საკითხი განხილულია მორფოსინტაქსურ დონეზე ცალმხრივი და ორმხრივი მარკირების.
  • Чтобы скачать этот файл зарегистрируйтесь и/или войдите на сайт используя форму сверху.
  • Регистрация